skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილმა თავდაცვის ახალი მინისტრი წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 16 დეკემბერს ღამით კოჯრის ბატალიონის მონახულების შემდეგ თავდაცვის სამინისტროში ახალი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი წარადგინა.

“პრეზიდენტის სიტყვას ვიძლევი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენემადე თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ოქრუაშვილი იქნება“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, თავდაცვის უწყებას მეტი მობილიზება მართებს “იმ ამოცანების შესასრულებლად, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ დაისხა მიზნად“.

“მე არ მჩვევია პრეზიდენტის იმედების გაცრუება”, დასძინა ოქრუაშვილმა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროში მინისტრი მესამედ შეიცვალა. ამჟერად, შსს ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე გიორგი ბარამიძე შეცვალა.

Back to top button