ახალი ამბები

თვითგამოცხადებულ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 12 იანვარს ჩატარდება

თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 2005 წლის 12 იანვარს გაიმართება. ეს თარიღი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 15 დეკემბერს აფხაზეთის პარლამენტმა დაამტკიცა დე ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ინიცირებული კონსტიტუციური კანონი პრეზიდენტის არჩევნების შესახებ.

კანონით ასევე განისაზღვრა კანდიდატების წარდგენის ვადა, რომელიც 17-დან 26 დეკემბრამდე გაგრძელდება. კანდიდატების რეგისტრაცია კი 29 დეკემბერს დასრულდება.

უკვე ცნობილია, რომ ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტად სერგეი ბაღაფში, ვიცე-პრეზიდენტად კი რაულ ხაჯიმბა იყრის კენჭს, რომლებიც 3 ოქტომბრის არჩევნებში მეტოქეები იყვნენ. დაპირისპირებულმა კანდიდატებმა 6 დეკემბრს მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს აღნიშნულ შეთანხმებას.

მსგავსი/Related

Back to top button