ახალი ამბები

ჟვანია: ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია მთავრობის მთავარი პრიორიტეტია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 15 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ “ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია მთავრობის მთავარი პრიორიტეტია“.


“იმ მიზნის მიღწევა, რომელსაც წლები ესაჭიროებოდა, ახლა ორ-სამ წელიწადში გახდა შესაძლებელი. ვგულისხმობ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“, განაცხადა ჟვანიამ.


“ჩვენ გვექნება ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებული დეტალური სამოქმედო გეგმა. ეს გეგმა ინტეგრაციის პროცესში დაგვეხმარება“, დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

Back to top button