
ახალი ამბები
ზუგდიდისა და გალის რაიონებს შორის ავტობუსი იმოძრავებს
დღეს გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში გამართულ ორთხმრივ (ქართული, აფხაზური, დსთ, გაერო)შეხვედრაზე მხარეები ზუგდიდი-გალის მიმართულებით ავტობუსის რეისის დანიშვნაზე შეთანხმდნენ, რომელიც მგზავრებს უსასყიდლოდ მოემსახურება.
“აფხაზური მხარე დათანხმდა ჩვენს ინიციატივას ენგურის ხიდის გავლით უფასო ავტობუსის დანიშვნასთან დაკავშირებით. ეს აფხაზებსა და ქართველებს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთას გაუმარტივებს”, განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულმა გიგი უგულავამ.
აფხაზური მხარის პროტეტის გამო ივლისში შეწყვეტილი ჭუბურხინჯის ოთხმხრივი რეგულარული შეხვედრები დღეს განახლდა.