ახალი ამბები

ალიევი მიესალმება საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 10 დეკემბერს ბაქოში საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბადრი ბიწაძეს შეხვდა.


საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, ალიევი მიესალმა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს. მისი თქმით, ოფიციალური დელეგაციების ვიზიტები და ინფორმაციის გაცვლა, “განსაკუთრებით ჩვენს საზღვრებთან დაკავშირებით,  ყოველთვის სასარგებლოა“.


“აზერბაიჯანსა და საქართველოს არასოდეს ჰქონიათ პრობლემები ამ სფეროში, თუმცა არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომლებიც დაუყონებლივ მოგვარებას საჭიროებს“, დასძინა ალიევმა.     

Back to top button