ახალი ამბები

რუსეთი თბილისს ანტიტერორისტული ცენტრის შექმნას სთავაზობს

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი რუსულ-ქართული ანტი-ტერორისტული ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.


“დადგა დრო თავდაცვის და ანტი-ტერორისტული ქმედებების კოორდინაციის სფეროში თანამშრომლობის უფრო თანამედროვე, მოქნილი ფორმები ვეძიოთ. ამისათვის შესაძლებელია შეიქმნას ქართულ-რუსული სპეციალური ცენტრები შესაბამის ფილიალებში ბათუმსა და ახალქალაქში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების საფუძველზე“, აცხადებს “ინტერფაქსი” სერგეი ივანოვის სიტყვებზე დაყრდნობით.


ივანოვმა ასევე დასძინა, რომ შეუძლებელია არ იქნას გამოყენებული საქართველოში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურა ერთობლივი ანტი-ტერორისტული ცენტრის შექმნის მიზნით.


ქართულ-რუსული ერთობლივი ანტი-ტერორიტული ცენტრის შექმნის ინიციატივით ჯერ კიდევ 4 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა. მან რუსულ მხარეს ცენტრის შექმნა ბაზების საქართველოდან გაყვანის სანაცვლოდ შესთავაზა. თუმცა, რუსეთმა ეს წინადადება უყურადღებოდ დატოვა.

მსგავსი/Related

Back to top button