
ახალი ამბები
თბილისს ახალი პრემიერი ჰყავს
თბილისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე ერთხმად დაუჭირა მხარი თბილისის პრემიერის თანამდებობაზე თემურ ქურხულის კანდიდატურას, რომელიც აქამდე ვიცე-პრემიერი იყო.
თბილისის ყოფილი პრემიერი ბიძინა ბრეგაძე თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე 7 დეკემბერს გადადგა. მისი თქმით, იგი მთავრობაში სხვა თანამდებობაზე განაგრძობს მუშაობას, თუმცა კონკრეტული თანამდებობის დასახელებისგან მან თავი შეიკავა.