ახალი ამბები

საქართველო ევროკავშირს საზღვრის დაცვაში დახმარებას სთხოვს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უმაღლეს კომისარის ხავიერ სოლანას შეხვედრაზე, რომელიც 9 დეკემებრს ბრიუსელსი შედგა, განხილულ იქნა საქართველო-რუსეთის საზღვარზე ეუთო-ს საზღვრის მონიტორინგის ოპერაციის საკითხი.


სალომე ზურაბიშვილმა ხავიერ სოლანას და შესაბამისად ევროკავშირს სთხოვა დახმარება საზღვრების დაცვასა და მონიტორინგში, “თუ ეუთო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ მისიის გაგრძელების შესახებ”, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიას, რომელიც საქართველოს-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთებს უწევს მონიტორინგს, მანდატი მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება, რომლის გაგრძელებასაც რუსეთი ბლოკავს.

მსგავსი/Related

Back to top button