ახალი ამბები

სააკაშვილი აჭარას ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 9 დეკემბერს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვია. “ჩამოვედი, რათა მენახა, თუ რა გააკეთა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში“, განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.


პრეზიდენტმა უარყო მედიის ვარაუდი აჭარის მთავრობის შესაძლო შეცვლის თაობაზე და აღნიშნა, რომ იგი კმაყოფილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის მუშაობით.

Back to top button