ახალი ამბები

პრესა გადასახადების დიდი ნაწილისაგან თავისუფლდება

დღეს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული საგადასახადო კოდექსის მიხედვით ბეჭვდითი მედია 1 იანვრიდან გათავისუფლდება ყველა გადასახადისაგან, გარდა ხელფასზე მიბმული საშემოსავლო და სოციალური გადასახადებისა. თუმცა ელექტრონული მედიის საშუალებებზე აღნიშნული შეღავათები არ გავრცელდება.


ამ გადაწყვეტილების მიღებამდე დღეს პარლამენტში გაიმართა შეხვერდა გაზეთებისა და ჟურნალების რედაქტორებთან, სადაც საბოლოოდ შეჯერდა პოზიციები.


პრესაზე საგადასახადო შეღავათების გათვალისწინება პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 დეკემბერს ფინანსთა მინისტრს დაავალა, რის მოტივადაც “სიტყვის თავისუფლების დაცვა” და პრესის დაბალშემოსავლიანობა დაასახელა.


 

Back to top button