ახალი ამბები

ქართველმა მესაზღვრეებმა ორი ჩეჩენი დააკავეს

საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩრდილოეთ მონაკვეთზე “დარიალის” სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მესაზღვრეებმა 8 დეკემბერს ჩეჩენი ეროვნების რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს.


საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, დაკავებულ პიროვნებებს პირადი დათვალიერებისას საიდუმლო ტოპოგრაფიული რუქები, შავი ფერის დაუდგენელი ნივთიერება, 4600 აშშ დოლარი და 1000 ევრო აღმოაჩნდათ.


დაკავებული პირები შემდგომი რეაგირებისთვის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალული სამმართველოს უშიშროების სამსახურს გადასცეს. 


 

Back to top button