ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტრო, სავარაუდოდ, სამ ნაწილად დაიყოფა

გაზეთ “რეზონანსის“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაძლოა სამ ნაწილად დაიყოს. სავარაუდოდ, სპეცდანიშნულების რაზმი შესაძლოა თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდეს. პოლიცია აღარ იქნება ცენტრალიზებული ორგანო და შეიქმნება მუნიციპალური პოლიციის განყოფილებები, რომლებიც ქალაქის მერებს და გამგებლებს დაემორჩილებიან. შემოღებული იქნება შერიფის თანამდებობა, რომელიც არჩევითი იქნება.


პოლიციის ფუნქციებს საპატრულო პოლიცია შეითავსებს, რომელიც ამავდროულად შსს საგამოძიეობო ნაწილსაც შეიერთებს.


შს სამინისტროს მესამე ნაწილი – წინასწარი დაკავების იზოლატორი – იუსტიციის სამინისტროს დაექვემდებარება.


იმავე “რეზონანსის“ ინფორმაციით, ამ შესაძლო რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კომენტარს ოფიციალური პირები ჯერ არ აკეთებენ.


1 ნოემბერს პრეზიდნეტის ბრძანებულების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა.

Back to top button