
ბორის ჩოჩიევი შსკ-ს სხდომის მოწვევას ითხოვს
ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგანგებო საქმეთა მინისტრი, შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარე ბორის ჩოჩიევი უახლოეს პერიოდში შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის ჩატარების ინიციატივით გამოდის ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლების, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მონაწილეობით.
ამის შესახებ ბორის ჩოჩიევმა წერილობით მიმართა შერეული საკონტროლო კომისიის თანამთავმჯომარეებს.
წერილში, რომელსაც სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭვდის კომიტეტი 8 დეკემბერს ავრცელებს, ნათქვამია, რომ სხდომაზე უნდა მოხდეს იმ საკითხების განხილვა, რაზეც შსკ-ს წინა სხდომებზე იყო მიღწეული შეთანხმება. კერძოდ, რეგიონში დემილიტარიზაციის პროცესის განხორციელება.
“შეთანხმების ძირითადი ნაწილი არ სრულდება ქართული მხარის მიერ, რომელიც აბრკოლებს ტვირთების და მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას და მუდმივად ზრდის თავისი სამხედროების რაოდენობას კონფლიქტის ზონაში”, ნათქვამია ჩოჩიევის წერილში.