ახალი ამბები

სააკაშვილი მთავრობაში ცვლილებებს ჟვანიასა და ბურჯანაძის გარეშე არ აპირებს

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა შესაძლო საკადრო ცვლილებების ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებები იმ სახით, როგორც ამას მედია 7-8 დეკემბერს ავრცელებდა, არ იგეგმება.


“საკადრო ცვლილებების ვერანაირ სახანძრო აუცილებლობას ვერ ვხედავ”, აცხადებს სააკაშვილი და დასძენს, რომ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის ქვეყანაში არ ყოფნის პირობებში მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებების მიღებას არ აპირებს.


თუმცა პრეზიდენტი ადასტურებს მოსალოდნელ ცვლილებებს მთავრობაში. “მაგრამ იმ ინფორმაციის უმრავლესობა, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა, ძალიან შორს არის სინამდვილისგან”, აცხადებს სააკაშვილი. 

Back to top button