ახალი ამბები

პრეზიდენტი პრესის გადასახადებისაგან გათავისუფლებას მოითხოვს

დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფინანსთა მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს დაავალა საგადასახადო კოდექსის ახალ პროექტში, რომელსაც პარლამენტმა მეორე მოსმენით 9 დეკემბერს უნდა უყაროს კენჭი, ბეჭვდითი მედია გათავისუფლდეს ყოველგვარი გადასახადისაგან.


“რადგან თავისუფალი პრესის არსებობისთვის მხოლოდ რეკლამიდან შემუსული თანხები საკმარისი არ არის, ბიუჯეტისთვის კი ფულის კეთება პრესის ხარჯზე არასწორია”, განაცხადა დღეს პრეზიდენტმა.


მისი თქმით, პრესის ხელშეწყობის საგადასახადო რეჟიმის შენარჩუნების თხოვნით მას რამოდენიმე გაზეთის მთავარმა რედაქტორმა მიმართა.

Back to top button