ახალი ამბები

დევნილთა ხელახალი რეგისტრაცია იწყება

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დაფინანსებით დღეიდან აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილების ხელახალ რეგისტრაციას იწყებს, რომელიც ოთხ თვეს გასტანს.
 
“ამ პროექტის მიზანია დავადგინოთ დევნილთა ზუსტი რაოდენობა“, განაცხადა დღეს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა ეთერ ასტემიროვამ.
 
დევნილთა რაოდენობა უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით 238576 შეადგენს.

Back to top button