
ახალი ამბები
ოფიციალური თბილისი მთავრობაში საკადრო ცვლილებების თაობაზე დუმილს ამჯობინებს
ქართული მედია კვლავ ავრცელებს ინფორმაციას მთავრობაში შესაძლოა საკადრო ცვლილებების თაობაზე, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ამის თაობაზე ჯერ-ჯერობით არ გაკეთებულა.
საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები, ასევე სხვა მაღალი რანგის მოხელეები 7 დეკემბერს გვიან პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდნენ, თუმცა არც ერთმა მათგანმა არც დაადასტურა, არც უარყო ინფორმაცია მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ.
არაოფიციალური ინფორმაციით, მთავრობის რესტრუქტურიზაციის შედეგად უშიშროების სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუერთდება. მოსალოდნელია, რომ ამ ცვლილებას მთელი რიგი საკადრო ცვლილებები მოჰყვება მთავრობაში.