ახალი ამბები

აშშ მზად არის საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანა დააფინანსოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა 7 დეკემბერს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები “მზად არის გონივრული თანხებით“ ხელი შეუწყოს რუსული სამხედრო ბაზების გაყვანას საქართველოდან და მოლდოვადან.  


სოფიაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ არ ასრულებს 1999 წელს ეუთოს სტამბოლის სამიტზე აღებულ ვალდებულებებს, რომლებიც მოლდოვადან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანას და საქართველოსთან რუსული ბაზების დარჩენის ვადებზე შეთანხმებას გულისხმობს.   


“ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმების მთავარი პრინციპი არის მასპინძელი ქვეყნის თანხმობა ძალების განლაგების თაობაზე. ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის მოახდინოს ადაპტირებული შეთანხმების რატიფიცირება, თუმცა ამას იმ შემთხვევაში გავაკეთებთ, თუ შესრულდება სტამბოლის სამიტზე აღებული ვალდებულებები საქართველოსთან და მოლდოვასთან დაკავშირებით. მზად ვართ გარკვეული თანხითაც დავეხმაროთ ამ ვალდებულებების შესრულებას“, განაცხადა პაუელმა. 


Back to top button