ახალი ამბები

საქართველოს მთავრობა IPAP-ს ასაიდუმლოებს

“სივილ ჯორჯიას“ თხოვნაზე მიეღო საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ეგზემპლარი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დოკუმენტს ხელისუფლებამ “სახელმწიფო საიდუმლოების“ კვალიფიკაცია მიანიჭა.


საქართველოს კანონმდებლობით პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს და მათ მოადგილეებს, ასევე სხვა მაღალი რანგის მოხელეებს  უფლება აქვთ მიიღონ გადაწყვეტილება ოფიციალური დოკუმენტების გასაიდუმლოების თაობაზე.  


თავდაცვის სამინისტროს განცხადება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ოფიციალურ პირთა მიერ ადრე გაკეთებულ განცხადებებთან, რომლის თანახმადაც  ნატო-ს მიერ დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ იგი ხელმისაწვდომი გახდებოდა.


საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა ნატო-მ 29 ოქტომბერს დაამტკიცა.

Back to top button