ახალი ამბები

“გადამხდელთა კავშირი” “ბიზნესმენთა ფედერაციად” გარდაიქმნა

“საქართველოს გადამხდელთა კავშირის” ბაზაზე 6 დეკემბერს ახალი ორგანიზაცია “საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია” დაფუძნდა. დამფუძნებელ სხდომაზე ახალი ორგანიზაციის პრეზიდენტად ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი აირჩიეს.


პატარკაციშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ბიზნესისათვის მიცემული პირობა უნდა შეასრულოს და ფინანსური ამნისტიის პირვანდელი ვარიანტი უნდა მიიღოს, რადგანაც “ამნისტიის დროს პერსონიფიცირება მიუღებელია”.


ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ისაკაძის განცხადებით, ფედერაციის ძირითადი მიზანია მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა და ლეგალური ბიზნესის დასაცავად ყველა კანონით გათვალისწინებული ბერკეტის ამოქმედება.


ახალი ორგანიზაცია 40-მდე ბიზნესმენს აერთიანებს.

Back to top button