ახალი ამბები

პუტინი ბაღაფშსა და ხაჯიმბას შორის კომპრომისს მიესალმება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის, რომ აფხაზეთში პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის მიღწეულია შეთანხმება თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მოღვაწე პოლიტიკოსების დამსახურებაა, აცხადებენ რუსული საინფორმაციო საშუალებები.
 
“მე არ მსურს ჩავთვალო ეს რუსეთის დამსახურებად. გადამწყვეტი სიტყვა აფხაზმა ხალხმა თქვა”,  განაცხადა ვლადიმერ პუტინმა დღეს ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
 
“ეს დამსახურებაა თავად აფხაზი პოლიტიკოსების, რომლებმაც შეძლეს აფხაზი ხალხის ინტერესების გათვალისწინება, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში რუსი შუამავლები მართლაც იმყოფებოდნენ”, დასძინა პუტინმა.

Back to top button