ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი სოფიაში გაემგზავრა

საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაემგზავრა, სადაც ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს მე-12 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
 
შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განიხილება ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების საკითხები. 
 
ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოლომონ პასიმ სხდომის გახსნისას განაცხადა, რომ ეუთო მიესალმება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხში მიღწეულ პროგრესს.  

მსგავსი/Related

Back to top button