
არძინბა მიესალმება ბაღაფშისა და ხაჯიმბას შეთანხმებას
თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა პრეზიდნეტობის კანდიდატებს სერგეი ბაღაფშსა და რაულ ხაჯიმბას შორის 5 დეკემბერს დაწყებულ მოლაპარაკებებს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების მცდელობად აფასებს, იუწყება 6 დეკემბერს“ინტერფაქსი“.
“ყველა კონსულტაცია, რომელიც ამ დღეებში სოხუმში მიმდინარეობს, მიმართულია მშვიდობის და ეროვნული შეთანხმების შენარჩუნებისკენ“, ნათქვამია არძინბას განცხადებაში.
“აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების ხელმეორედ ჩატარებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით უნდა გადაწყდეს“, აცხადებს არძინბა.
ბაღაფშსა და ხაჯინბას შორის 5 დეკემბერს მიღწეული შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ ჩატარდება განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ბაღაფში პრეზიდენტად, ხაჯიმბა კი ვიცე-პრეზიდენტად იყრის კენჭს.