
ახალი ამბები
სოხუმში აფეთქებები მოხდა
6 დეკემბრის ღამეს სოხუმში სამი ძლიერი აფეთქება მოხდა; თუმცა, ცალკეული საინფორმაციო საშულებები ავრცელებენ ცნობას ოთხი აფეთქების შემთხვევის შესახებ. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, აფეთქებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
სოხუმის პოლიციის წარმომადგენელმა ოთარ ხაციამ “რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ აფეთქებები 20 წუთის ინტერვალით ხდებოდა.
“აფეთქებები სიტუაციის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად“, დასძინა ხაციამ.
აფეთქებებს სოხუმში წინ უძღოდა პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს სერგეი ბაღაფშსა და რაულ ხაჯიმბას შორის მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ისინი ერთიანი გუნდით იმუშავებენ და განმეორებით არჩევნებს ჩაატარებენ, რომელშიც ბაღაფში პრეზიდენტად იყრის კენჭს, ხაჯიმბა კი – ვიცე-პრეზიდენტად.