
ახალი ამბები
აშშ-ის გენერალი საქართველოში სამხედრო დახმარების პროგრამას განიხილავს
აშშ-ის გენერალი პიტერ პეისი, რომელიც მეთაურთა გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარის მოადგილეა, 5 დეკემბერს თბილისში ქართული არმიისთვის ახალი სამხედრო დახმარების პროგრამის განხილვის მიზნით ჩამოვიდა.
გენერალმა პეისმა თბილისში ჩამოსვლისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროგრამა მუშავდება და მისი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დახმარების ახალი პროგრამა სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს შესაძლებლობების ზრდას ისახავს მიზნად.
გენერალი პეისი 5 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.