
ახალი ამბები
პარლამენტის საგარეო კომიტეტი ტალვიტიეს საქმიანობით უკმაყოფილოა
დღეს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა მიმდინარე წელს სამინისტროს მუშაობა შეაჯამა და 2005 წლის სამოქმედო გეგმა წარმოადგინა, კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰეიკი ტალვიტიეს “პასიურობის” გამო უკმაყოფილება გამოთქვა.
“ჩვენი დეპუტატები მასთან [ტალვიტიესთან] შეხვედრის შემდეგ განცვიფრებულები დარჩნენ, იგი პასიურია განსაკუთრებით საქართველოში არსებული კონფლიქტების მიმართ”, განაცხადა კომიტეტის სხდომაზე გაბაშვილმა.
ჰეიკი ტალვიტიე სამხრეთ კავკასიაში და მათ შორის საქართველოშიც, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად 2003 წლის 7 ივლისს დაინიშნა.