ახალი ამბები

საზღვარზე დაწესებული შეზღუდვები აფხაზეთს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს

აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის” ცნობით, რუსული მხარის მიერ აფხაზეთთან საზღვარზე  დაწესებული შეზღუდვების გამო აფხაზეთიდან რუსეთში გამავალი ტვირთის რაოდენობა 100 ტონიდან 15 ტონამდე შემცირდა დღეში. 


საზღვარზე დაწესებულ შეზღუდვებში შედის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვა, რუსეთსა და აფხაზეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტა და ღამის საათებში საზღვრის ჩაკეტვა.


“აფსნიპრესის“ ცნობით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვარი ყოველ საღამოს 6 საათიდან დილის 9 საათამდე იკეტება.


სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, მათ შორის მანდარინისა და ფორთოხლის ექსპორტი რუსეთში, აფხაზეთის ეკონომიკის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს.    


“აფსნიპრესი“ ასევე იუწყება, რომ აფხაზეთში 6-7 თვის ხორბლის მარაგი არსებობს.

Back to top button