ახალი ამბები

მთავრობამ 2005 წლის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები დააზუსტა

2005 წლის ბიუჯეტის პროექტში საბოლოოდ განისაზღვრა საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის პარამეტრები. ამის შესახებ დღეს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას. 


მომავალ წელს დაგეგმილია 2,193 მლრდ ლარის დახარჯვა, ხოლო შემოსავლები 1,877 მლრდ ლარის ოდენობით უნდა იქნას მობილიზებული ბიუჯეტში.


საერთო ჯამში 2005 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტს თითქმის ნახევარი მილიარდი ლარით აღემეტება. მომავალ წელს პრიორიტეტული თავდაცვის და სოციალური სფერო იქნება.


ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი 1 ნოემბრამდე უნდა დაბრუნებოდა პარლამენტს, თუმცა მთავრობა ვადებში ვერ ჩაეტია. 29 ნოემბერს პარლამენტი თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მოუწოდა აღმასრულებელ ხელისუფლებას სწრაფად წარმოედგინა ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი, თუმცა დღემდე დოკუმენტი პარლამენტში არ არის შეტანილი.
 

Back to top button