
ახალი ამბები
ზურაბ ჟვანია აშშ-ს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 5-9 დეკემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.
მომავალი ვიზიტი საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ მაილსის და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო.
არსებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის და კონგრესის წარმომადგენლებთან.