ახალი ამბები

აშშ-ის ელჩი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მაილსმა 1 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაცია, ასევე ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის საკითხი განიხილეს.


მან აღნიშნა, რომ აფხაზეთში არსებული სიტუაცია საკმაოდ დელიკატურია და საქართველოს ხელისუფლებას თავშეკავებისკენ მოუწოდა.


რიჩარდ მაილსის განცხადებით, საქართველოს სურს ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისია გაგრძელდეს და ამერიკის შეერთებული შტატები მას ამ საკითხში დახმარებას აღუთქვამს.

ეუთოს დამკვირვებელთა მანდატი, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთებს 1999 წლიდან აკონტროლებენ, დეკემბრის ბოლოს იწურება.     

Back to top button