ახალი ამბები

თბილისი აფხაზეთის საქმეებში მოსკოვის ჩარევას აპროტესტებს

1 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში რუსეთის ელჩი ვლადიმირ ჩხიკვიშვილი მიიწვია, რათა პროტესტი გამოეხატა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის და გენერალური პროკურორის მოადგილის სოხუმში ვიზიტის გამო. 


“საქართველოს საგარეო სამინისტრომ გამოთქვა მტკიცე პროტესტი და მოითხოვა აღიკვეთოს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში განხორციელებული არასამართლებრივი ქმედება, რომელიც ხელს უწყობს დაძაბულობის ესკალაციას და შესაძლოა საქართველოს ამ რეგიონში უმართავი პროცესები გამოიწვიოს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა რუსეთის მხარეს დაეკისრება“, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 1 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.


სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “რუსეთის მიერ აფხაზეთში განხორციელებული საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი, ნებისმიერი ცალმხრივი ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების უხეშ დარღვევას … და შეიძლება შეფასდეს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button