
ახალი ამბები
საქართველოს საჰაერო ძალები ტაქტიკური წვრთნებს გადიან
ყულევის სამხედრო პოლიგონზე 30 ნოემბერს დაწყებული საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალების ტაქტიკური წვრთნები დღეს უამინდობის გამო გადაიდო. თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალების სარდლის ამირან სულაქველიძის ინფორმაციით, წვრთნები 2 დეკემბერს განახლდება.
ტაქტიკურ წვრთნებში მონაწილეობას სამხედრო საჰაერო ძალების ვერტმფრენთა ესკადრილია, ფოთისა და ქუთაისის სამხედრო ნაწილები იღებენ.
ტაქტიკური წვრთნები 3 დეკემბერს დასრულდება.