
ახალი ამბები
ხაინდრავა: სიტუაცია სამხრეთ ოსეთში სტაბილურია
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ, რომელმაც მთავრობის სხდომაზე მოხსენება გააკეთა ე.წ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ, 1 დეკემბერს ჟურნალისტენს განუცხადა, რომ სიტუაცია კონფლიქტის ზონაში სტაბილურია.
“რამდენიმე ადგილი დარჩა, სადაც უკონტროლო ჯგუფები მოქმედებენ. ერთ-ერთ ასეთი ადგილია ტექსტილის დასახლება ცხინვალში. იქ მოქმედი ჯგუფი [ე.წ სამხრეთ ოსეთის] ადგილობრივ ხელისუფლებასაც კი უქმნის პრობლემებს“, განაცხადა ხაინდრავამ.
“თუმცა, საერთო სიტუაცია შედარებით წყნარი და სტაბილურია“, დასძინა მან.