
ახალი ამბები
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ღია წერილში ოპოზიციას აკრიტიკებს
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა ღია წერილში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესმა“ 29 ნოემბერს გამოაქვეყნა, ოპოზიციის ლიდერს სერგეი ბაღაფშს და მის მხარდამჭერებს აკრიტიკებს, აცხადებს რა, რომ მათი “უპასუხისმგებლო ქმედებების“ გამო “აფხაზეთის საერთაშორისო იმიჯი შეილახა” და რუსეთთან ურთიერთობები კი გაფუჭდა.
არძინბამ ბაღაფში და მისი მხარდამჭერები აფხაზეთის კონსტიტუციისა და კანონების დარღვევაში დაადანაშაულა, “რაც მიზნად ისახავს ძალადობისა და დაშინების გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას“.
დე ფაქტო პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იგი განმეორებითი არჩევნების ჩატარებამდე და “კანონიერი ლიდერის“ არჩევამდე თავის პოსტზე დარჩება.