ახალი ამბები

სააკაშვილი რუსული მედიით უკრაინის მოვლენების გაშუქების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მკაცრად გააკრიტიკა ის მეთოდი, რომლითაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაშუქება ხდება „ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის გაზეთების მიერ“. იგი რუსეთს გულისხმობდა.   


„შეხედეთ, რა ვაკხანალია სუფევს ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის გაზეთებში. საშინელი ვაკხანალიაა, რომელიც უკრაინას ეხება და რომელიც ძირითადად ჩვენც გვეხება“, – განაცხადა სააკაშვილმა საქართველოს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებთან გამოსვლისას.


მისი გამოსვლა ნაწილობრივ გააშუქეს საქართველოს ტელევიზიებმა.


„მათ ავიწყდებათ, რომ უკრაინა სხვა ქვეყანაა, რომელსაც თავისი პრობლემები აქვს. და ეს პრობლემები გარედან ჩარევამ გამოიწვია … გარე ძალები შეეცადნენ უკრაინელი ხალხისთვის თავისი პოლიტიკური ნება მოეხვიათ. თუმცა, საქართველო მთავარი სამიზნე გახდა. მე გადავათვალიერე გაზეთები და 20-დან 17 სტატია უკრაინის შესახებ, საქართველოს და პირადად მე მეხებოდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ სახელმწიფოსთან „საქართველოს ინტერესების ფარგლებში“.


საქართველოს ხელისუფლება არ მალავს, რომ მათი სიმპატია ოპოზიციის ლიდერის ვიქტორ იუშჩენკოსკენაა მიმართული.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ დარწმუნებით აღნიშნა, რომ უკრაინის ოპოზიცია წარმატებას მიაღწევდა. „შეუძლებელია არ გაიმარჯვო, როდესაც მილიონი უკრაინელი ყინვაში გამოთქვამს თავის პროტესტს“, – განუცხადა ჟვანიამ ჟურნალისტებს 30 ნოემბერს.


International Herald Tribune-ის მიერ 30 ნოემბერს გამოაქვეყნებულ სტატიაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში აცხადებს, რომ “ვარდების რევოლუციის” ქართული მესიჯი ფართოდ ვრცელდება რეგიონში.


“…დემოკრატია უნივერსალურია და შესაძლოა წარმატებასაც მიაღწიოს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში“, აცხადებს სააკაშვილი და დასძენს, რომ საქართველო “ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე ანალოგიურ მოვლენებს“. 
   


 

Back to top button