
ახალი ამბები
გოგა ხაინდრავა რიჩარდ მაილსს შეხვდა
სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა დღეს საქართველოში აშშ-ს ელჩს რიჩარდ მაილსს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრის დროს გოგა ხაინდრავამ და რიჩარდ მაილსმა ქართულ-აფაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ზონებში არსებული ვითარება განიხილეს. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას“ სახელმწიფო მინისტრის საზოგადეობასთან ურთიერთობის სამსახურმა აცნობა.
რიჩარდ მაილსთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია გოგა ხაინდრავას და შვეიცარიის ელჩის შტეფან შპეკის შეხვედრა. სახელმწიფო მინისტრმა ასევე გამართა შეხვედრები ბელგიისა და ლუქსემბურგის ელჩებთან.