
ახალი ამბები
სულხან მოლაშვილი წინასწარ პატიმრობაში რჩება
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 29 ნოემბერს კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს სულხან მოლაშვილს წინასწარი პატიმრობის ვადა 50 დღით – 2005 წლის 23 თებერვლამდე გაუგრძელა.
მოლაშვილი, რომელსაც 3 მილიონი ლარის მითვისებაში ედება ბრალი, უკვე 7 თვეა წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება.