ახალი ამბები

იმერეთის გუბერნატორს “გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია“ დაუპირისპირდა

“გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია” იმერეთის რწმუნებულს გია გეწაძეს ქუთაისის ოფისის ერთ-ერთი თანამშრომლისთვის ფიზიკური შეურაცყოფის მიყენებაში ადანაშაულებს, თუმცა ბრალდებას უარყოფს რწმუნებულის მოადგილე გიგა შუშანია. ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება თავად რწმუნებულმა არ ისურვა.
 
გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ავთო დვალიშვილის ინფორმაციით, 27 ნოემბერს იმერეთის რწმუნებულმა ერთ-ერთ თანამშრომელს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. “გია გეწაძე ამ დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა“, განაცხადა ავთო დვალიშვილმა.
 
“ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, გია  გეწაძე კარგი იურისტია და იცის, რომ ასეთ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრება. ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია“, განუცხადა “სივილ ჯროჯიას” გიგა შუშანიამ.
 
მისი ინფორმაციით, იმერეთის მხარის ადმინისტრცია ენერგოკომპანიისგან კატეგორიულად მოითხოვს ქუთაისის მოსახლეობისთვის დაპირებული 17-18 საათიანი გრაფიკის დაცვას და ელექტორენერგიის მიწოდებას.


“სინამდვილეში ბოლო თვეებში მთელი ქალაქი ჩაბნელებულია, მოსახლეობას ამის გამო ვეღარ მიეწოდება ვერც სასმელი წყალი, ენერგოკომპანიის თანამშრომლები ირწმუნებოდნენ, რომ ქუთაისს შუქი მიეწოდებოდა, შემოწმების შედეგად კი საპირისპირო დადგინდა, რაზეც ენერგოკომპანიას მკაცრი პასუხი მოეთხოვა“, აცხადებს გიგა შუშანია.  


 

Back to top button