
ახალი ამბები
ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების როტაცია ხორციელდება
დღეიდან ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში, კერძოდ კი, გალის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში დსთ-ს ეგიდით მყოფ სამშვიდობო ძალებში გეგმიური როტაციის პროცესი იწყება, რომელიც 1 დეკემბრამდე გასტანს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები დსთ-ს სამშვიდობო ძალების პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყებიან.
დღეს შეიცვლება სამშვიდობო ძალების 500-კაციანი კონტიგენტი, ხოლო 28 ნოემბრიდან ახალ შემადგენლობას იარაღი და საბრძოლო ტექნიკა გადაეცემა.
როტაცია ხორციელდება სამხედრო დამკვირვებლებს და დსთ-ს სამშვიდობო ძალებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.