ახალი ამბები

არაღიარებული აფხაზეთის დეპუტატები უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნას აპროტესტებენ

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატები პროტესტს გამოთქვამენ სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიერ სამთავრობო შენობების უკეთ დაცვის მოტივით უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის გამო. ამასთან დაკავშირებით დეპუტატებმა აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურ პროკურორს რაუფ კორუას მიმართვა გაუგზავნეს. 
 
მიმართვაში აღნიშნულია, რომ უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისთვის თავდაცვის სამინისტროს საცავიდან გატანილია რამდენიმე ასეული ავტომატი, ტყვიამფრქვევი და სხვა ტიპის იარაღი.
 
“უკანონო ფორმირებების შექმნა შეიძლება მიმართული იყოს მასობრივი არეულობისა და ვითარების შემდგომი ესკალაციისკენ“, ნათქვამია დეპუტატების მიმართვაზე დაყდნობით რუსული საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმის“ 25 ნოემბის ინფორმაციაში.
 
დეპუტატების განცხადებით, თვითგამოცხადებული აფხაზეთის კონსტიტუციის მე-18 მუხლი კრძალავს უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნას.
 

Back to top button