
ახალი ამბები
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერი მოსკოვში იმყოფება
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმის“ ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნოდარ ხაშბა მოსკოვში რუსეთის ოფიციოზთან მოლაპარაკებებს მართავს.
თუმცა, ვიზიტის მიზანი და იმ პირთა ვინაობა, ვისთანაც ხაშბა მოლაპარაკებებს მართავს, ჯერ-ჯერობით უცნობია.
ნოდარ ხაშბა დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად მას შემდეგ დანიშნა, რაც 3 ოქტომბრის არჩევნებს რეგიონში დაძაბულობა მოჰყვა. ამ თანამდებობამდე ხაშბა რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს საინვესტიციო განყოფილების უფროსის მოადგილედ მუშაობდა.