
ახალი ამბები
ბარამიძე დსთ-ს თავდაცვის მინისტრების შეკრებას არ დაესწრება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე არ აპირებს მონაწილეობის მიღებას დსთ-ს თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომაში, რომელიც მოსკოვში 25 ნოემბერს იმართება.
“დსთ გუშინდელი დღეა, ჩვენთვის, არ მგონია, საინტერესო იყოს ამ ფორმატში თანამშრომლობის ან სხვა საკითხების განხილვა”, განუცხადა ბარამიძემ 24 ნოემბერს ჟურნალისტებს.
დსთ-ს თავდაცვის მინისტრთა საბჭო, რომელსაც რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი წარუძღვება, დსთ-ს წევრ ქვეყნებს შორის 2010 წლამდე სამხედრო თანამშრომლობის კონცეფციას განიხილავს.