ახალი ამბები

სააკაშვილი უკრაინელ ხალხს მშვიდობას უსურვებს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს ხელისუფლება თვალყურს ადევნებს. პრეზიდენტი უკრაინელ ხალხს გამარჯვებას უსურვებს, თუმცა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შეფასებისგან თავს იკავებს.
 
“ჩვენთვის დიდი მნიშვენლობა აქვს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში და ვინ გაიმარჯვებს“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 23 ნოემბერს ქართულ ტელეკომპანიებთან ინტერვიუში.
 
დღეს უკრაინელების მხარდასაჭერად საქართველოს პარლამენტის დეპუტატები,  სახელმწიფო მოხელეები და “ვარდების რევოლუციის” აქტიური მონაწილეები ე.წ. “წვიმის მუსიკოსები“ კიევში გაემგზავრნენ.
 
ამჟამად კიევში ოპოზიციის ლიდერის, პრეზიდენტობის კანდიდატის ვიქტორ იუშჩენკოს მხარდამჭერი მიტინგი იმართება, სადაც კეთდება განცხადებები, რომ 21 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იუშჩენკომ გაიმარჯვა. უკრაინის ცსკ-ოს მონაცემებით კი მეორე ტურში  სახელისუფლებო კანდიდატი ვიქტორ იანუკოვიჩი ლიდერობს.

მსგავსი/Related

Back to top button