ახალი ამბები

აფხაზეთის უხუცესთა საბჭო საპრეზიდენტო კანდიდატებს ხვდება

რუსული საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასის“ ცნობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის 60-მდე უხუცესი დღეს საპრეზიდენტო კანდიდატებს რაულ ხაჯიმბას და სერგეი ბაღაფშს შეხვდება.


შეხვედრაში, სავარაუდოდ, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ნოდარ ხაშბაც მიიღებს მონაწილეობას. “უხუცესთა საბჭო“ პირველად 12 ნოემბრის მოვლენების შემდეგ შეიკრიბა, როდესაც ოპოზიციის ლიდერის ბაღაფშის მხარდამჭერებმა სოხუმში მთავრობის შენობა დაიკავეს.  


პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი უკომპრომისო პოზიციას ინარჩუნებს. სერგეი ბაღაფში თვლის, რომ მან არჩევნებში გაიმარჯვა და 6 დეკემბრის ინაუგურაციისთვის ემზადება. სახელისუფლებო კანდიდატი რაულ ხაჯიმბა კი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და განმეორებითი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.     

მსგავსი/Related

Back to top button