ახალი ამბები

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი საქართველოს სტუმრობს

დღეს საქართველოს სამ დღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი რუდოლფუს ლუბერსი. ვიზიტის ძირითადი მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის ადგილზე გაცნობა.


დღესვე ლუბერსი პანკისის ხეობას მოინახულებს, რის შემდეგაც შედგება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ქალბატონ ზურაბიშვილთან, საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან გიორგი ხაინდრავასთან. 24 ნოემბერს კი რუდოლფუს ლუბერსს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.


გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში გამგზავრებასაც გეგმავს.


 

მსგავსი/Related

Back to top button