ახალი ამბები

მმართველი პარტია ყრილობას მართავს

“ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატები“ 22 ნოემბერს “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ თავის პირველ ყრილობას მართავს.


ორი პარტიის – პრეზიდენტ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობის“ და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას “გაერთიანებული დემოკრატების“ ოფიციალური გაერთიანება სწორედ ამ ყრილობაზე შედგება.


თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომელიც “გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, განაცხადა, რომ იგი არ გაწევრიანდება პარტიაში. თუმცა, მან დასძინა, რომ იგი პრეზიდენტ სააკაშვილის “პოლიტიკურ გუნდში” რჩება.


ბურჯანაძემ 21 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს არ უნდა გახდეს მორიგი ვარაუდების საბაბი მმართველ პარტიაში შესაძლო განხეთქილების თაობაზე, რადგანაც პარტიის მანდატი არ განსაზღვრავს პრეზიდენტისადმი მხარდაჭერას.    

მსგავსი/Related

Back to top button