We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

ყრილობაზე მმართველი პარტიის ხელმძღვანელობა აირჩიეს

დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიის გენერალურ მდივნად დეპუტატი გიორგი არველაძე აირჩიეს. დღესვე ოფიციალურად გაერთიანდა  პრეზიდენტის “ნაციონალურ მოძრაობა” და პრემიერ-მინისტრის პარტია “გაერთიანებულ დემოკრატები”, რომლებიც დღემდე იურიდიულად ცალკ-ცალკე პარტიებს წარმოადგენდნენ.


პარტიის თავმჯდომარე კვლავაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება, ხოლო პოლიტიკურ საბჭოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ჩაუდგება სათავეში.


პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობს დაიკავებენ დეპუტატი დავით კირკიტაძე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი.


“ასევე ხელმძღვანელებად ჩაითვლებიან საპარლამენტო უმრავლესობის მმართველი რგოლის წარმომადგენლებიც”, განაცხადა მმართველი პარტიის ყრილობაზე 22 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ.

Back to top button