ახალი ამბები

სახელწმიფო მინისტრი სამ ეტაპიან დემილიტარიზაციაზე საუბრობს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ 20 ნოემბერს ვლადიკავკაზში გამართული შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია სამ ეტაპად განხორციელდება. 


მისი თქმით, დემილიტარიზაცია სანგრების ლიკვიდაციით დაიწყება; შემდეგ განხორციელდება მძიმე ტექნიკის და შეიარაღების გამოყვანა კონფლიქტის ზონიდან; საბოლოოდ პროცესი დასრულდება ადგილობრივი, როგორც ქართული ისე ოსური, მოსახლეობის განიარაღებით.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა 5 ნოემბერს სოჭში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც 20 ნოემბრამდე კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას ითვალისწინებს. თუმცა, ნათელია, რომ დათქმულ ვადაში კონფლიქტის ზონის განიარაღება ვერ მოესწრო.


 

მსგავსი/Related

Back to top button