ახალი ამბები

რუსეთი უარყოფს ბრალდებას საქართველოს ენერგოსისტემაზე დივერსიის მოწყობის შესახებ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 20 ნოემბერს უარყო თბილისის ბრალდება რუსეთის სპეცსამსახურების მიერ საქართველოს ენერგოსისტემაზე დივერსიის მოწყობის შესახებ.


“რია ნოვოსტის“ ცნობით, სანტიაგოში გამართულ ბრიფინგზე ლავროვმა განაცხადა, რომ ქართული და რუსული მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ ენერგეტიკის სფეროში. მან გაიხსენა საქართველოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მიღწეული შეთანხმება ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის შესახებ.


“არ უნდა ვეძებოთ ხელოვნური მიზეზები; უბრალოდ, საჭიროა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება“, განაცხადა სერგეი ლავროვმა.


პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ 19 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის დაზვერვა დივერსიული აქტების მოწყობას გეგმავს საქართველოს ენერგოობიექტებზე.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 20 ნოემბერს ასევე აღნიშნა, რომ “გარკვეული ჯგუფები“ საქართველოს ენერგოსისტემაზე დივერსიას გეგმავენ. 


 

მსგავსი/Related

Back to top button