ახალი ამბები

პანკისის ხეობაში ახალი ჰიდროელექტროსადგური გაიხსნა

ახმეტის რაიონში, პანკისის ხეობის ტერიტორიაზე დღეს ჩინეთის მხარის დაფინანსებით აშენებული ახალი ჰიდროელექტროსადგური “ხადორჰესი “ გაიხსნა.
 
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რომელიც მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გახსნის ცერემონიას ესწრებოდა, ეს  დამოუკიდებელ საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგურის აშენების პირველი პრეცედენტია.


“ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შენარჩუნება”, აღნიშნა 20 ნოემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
 
“ხადორჰესი“ 24 მგვტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და კახეთის რეგიონს მთლიანად მოამარაგებს ელექტროენერგიით.
 
“ხადორჰესის“ მშენებლობა ორი წლის წინ დაიწყო. მშენებლობისთვის ინვესტიცია, დაახლოებით  33 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ გაიღო.

მსგავსი/Related

Back to top button